თბილისში ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს მოსამართლემ აღკვეთს სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. დაცვის მხარე კი სასტიკ დანაშაულში ბრალდებულის გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა 20-ათასიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით ბაქრაძე საკუთარ სახლში დამალა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვეფხია ბაქრაძეს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.