საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელშეწყობით, ხილის ლიმონათი Venakhi Lemonade ჩინეთში ექსპორტზე გავიდა. ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქტი პარტნიორი კომპანიის Tiangbei –ს მეშვეობით შევა.
ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ხილის ლიმონათი სადისტრიბუციო კომპანიის საშუალებით მთელი ჩინეთის მასშტაბით 36 წარმომადგენლობაზე გადანაწილდება. სადისტიბუციო კომპანიები ქართულ პროდუქტს ჰიპერმარკეტებში, სხვადასხვა მაღაზიებში, სასტუმროებსა და რესტორნებში განათავსებენ, მათ შორის ცნობილი ჩინური ბრენდის Quan qu de-ს (პეკინური იხვი) რესტორნებში, რომელსაც საქმიანობის 100 წლიანი ისტორია აქვს.
საქონლის პირველი პარტია – 30000 ბოთლი ლიმონათი ჩინეთის მიმართულებით მარტის თვეში დაიძრა.
„ჩვენმა კომპანიამ პირველად ქართულ ნატურალულ ხილზე დამზადებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხილის ნატურალური ლიმონათი “Venakhi Lemonade” გაიტანა ექსპორტზე ჩინეთში.2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შესული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ, ჩვენი კომპანია კიდევ ბევრ ქართულ ნატურალურ პროდუქტს გაიტანს ექსპორტზე ჩინეთში.“
შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა.
მარიამ ლეკიაშვილი