საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, რუსეთისსამეზობლო და საგარეო პოლიტიკასთან.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსისშეკრებაზე – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გააკეთა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი – 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოებისკონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და ინტერესები წარმოადგინეს, და მეორე თარიღი – რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებსჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
“ეს არის სამომავლო გამოწვევა და მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთჰიბრიდული ომების წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით რუსეთიცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით. რუსეთი ამ პროპაგანდისტულიომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენერთობლივ გზავნილებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზემის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის ცივი ომის ახალი კონცეფცია.
პრეზიდენტის განცხადებით, ცივი ომი ნიშნავს შეიარაღებული დაძაბულობას და პროქსის ომის წარმოებას. შესაძლებელია ცივ ომთანდაკავშირებით ძველი დრო დაგვიბრუნდეს. უნდა მოხდეს საქართველოს და სხვა პროდასავლური ქვეყნების დაცვა. თუ გვინდა, რომკონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, უნდა მოხდეს ძალიან სწრაფი მოქმედება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიისას, ნატოს მომავალ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერებიშეძლებენ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის ახალი, ცივი ომის კონცეფციის საპასუხო დოკუმენტის შემუშავებას, რადგან საქართველოდა სხვა პროდასავლური ქვეყნები საფრთხის წინაშე დგანან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
“ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიისას ვნახეთ ეტაპობრივი აღიარება ამ გამოწვევებისა. ვიფიქროთ, გვაქვს კი, პუტინის ახალ კონცეფციაზე – ცივი ომის მეთოდზე პასუხი?
ნატოს წარმომადგენლებმა რუსეთის ამ ახალი კონცეფციის საპირწონედ სამიტზე უნდა შეძლონ ახალი დოკუმენტის ჩამოყალიბება – ერთობილიპოლიტიკური დოკუმენტი უნდა შევქმნათ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ჰიბრიდული ომი, რომელიც უკრაინაში 2014 წელს განხორციელდა საქართველოში 90 – იან წლებში დაიწყო, 25 წლისწინ.
“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, ვის აქვს კონტროლი ამტერიტორიებზე. საქართველო დაძლევს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 4 საუკუნეა ამ ვითარებას ვებრძვით. ჩვენ დავძლევთ ამ მავთულხლართებითშექმნილ ვითარებას, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ყველა მიმართულებით აქვსინტენსიური დისკუსია, რომელიც ქმნის რეფორმების დღის წესრიგს.
“საქართველოს დღეს ევროსტრუქტურების და ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის საჭიროება აქვს, რადგან რუსეთისაგან წამოსულისაშიშროების წინაშე დგას. რუსეთის პოლიტიკა კი, რეგიონში აუარესებს უსაფრთხოების გარემოს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, პარლამენტის თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმაირაკლი სესიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შვეიცარიის საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისიმ და აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ.