დღევანდელ რეალობაში, ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებთ, მაგრამ ბევრი მათგანი ექიმთან მისვლისგან, დიდი ხნის განმავლობაში, თავს იკავებს. რა არის ამის მიზეზი?-ექიმის შიში თუ უფულობა?! ხშირ შემთხვევაში მთავარი მიზეზი მეორე ფაქტორია, რადგანაც ექიმთან ვიზიტს მედიკამენტების ვრცელი ნუსხა მოსდევს, რომლებიც პაციენტისთვის არც თუ ისე მარტივი შესაძენია.
მათი ნაწილი ექიმების მიმართ პროტესტს გამოთქვამს, პაციენტები ირწმუნებიან, რომ ძალიან ხშირად ექიმები ზომაზე მეტ წამალს უწერენ და მათი ნაწილი ძვირადღირებულია.
ამ საკითხით საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა. შედის თუ არა ექიმების ინტერესში, პაციენტებისთვის კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის წამლების გამოწერა და უწერენ თუ არა იმაზე მეტ მედიკამენტებს, ვიდრე მათ რეალურად სჭირდებათ სამკურნალოდ. იგეგმება თუ არა ძვირადღირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწერის კონტროლი, როგორ გაკონტროლდებიან ექიმები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათთვის რა სანქციები გატარდება-ამ და სხვა საკითხებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ, მაგრამ პასუხის გაცემისგან სამინისტროში თავი შეიკავეს, რის შედეგადაც ეს კითხვები კვლავაც პასუხგაუცემელი დაეჩა.
ნინო ზარიძე