გავრცელებული ინფორმაცით, ბაკალავრის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურის რიგ პროგრამებზე ერთ ან წელიწად ნახევრამდე მცირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსი“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა.
” ,,საქართველოს პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი კი-არ არის მოცემული.
უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ, მისი ამოქმედებისათვის, აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს შესაბამისი წესი, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ ისეთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არანაკლებ 180 კრედიტს ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არანაკლებ 90 კრედიტს მოიცავს.“ – განაცხადეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ნინო ზარიძე