საზღვარგარეთის მედია ბოლო ორი დღეა აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრას აქტიურად აშუქებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი მიზეზი საფრანგეთ-აშშ-ს შორის სამომავლო ურთიერთობები და აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვაა. შეხვედრის ბუნდოვანი ნაწილი ეხება ორი პრეზიდენტის აზრთა-შეხედულებებს ირანის ბირთვული შეთანხმების ახალ ვარიანტთან დაკავშირებით.
კონკრეტულად შეხვედრის სხვა დეტალები მედიისთვის უცნობია, თუმცა როგორც აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, არ ეხება მხოლოდ ირანს, ეს შეთანხმება მოიცავს იემენს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტურ ნაწილებს და სირიას. გარდა ამისა, როგორც ცნობილია ახალი შეთანხმება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასაც უნდა მოიცავდეს. დონალდ ტრამპმა შეთანხმების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება 12 მაისამდე უნდა მიიღოს. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა კითხვაზე, დატოვებს თუ არა აშშ შეთანხმებას, განაცხადა, რომ დარწმუნებით ვერ იტყვის გაახანგრძლივებს ან დატოვებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმებას.
თეთრ სახლში ამბობენ,რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრის მიზანი მიმდინარე მოვლენების გაანალიზება და გლობალურ ჭრილში მათი დანახვა გახლდათ. მნიშვნელოვანი შედეგი ამ ვიზიტისა გახლდათ ის,რომ ირანი კატეგორიული მოწინააღმდეგეა დღეს არსებული ბირთვული შეთანხმების პირობებს და ელის აშშ-ს მიერ შეთანხმების გადახედვას და პუნქტების შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აშშ დატოვებს შეთანხმებას, მაშინ მას ირანიც დატოვებს და აშშ-ს მკაცრი საპასუხო ზომებით დაემუქტება.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ირანი სრულად ასრულებს შეთანხმების პირობებს და ირანიც ხშირად იშველიებს დამკვირვებლების ამ შეფასებას. შეთანხმება, რომელსაც 2015 წელს ხელი ირანმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა მოაწერეს, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ირანის ატომურ პროგრამას ლიმიტებს უწესებს.
ირანს რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მაკრონთან ერთად, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეხვდება უკვე 12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტს. ცნობილია ანგელა მერკელის მთავარი მესიჯი შეხვედრაზე – არ დატოვოს აშშ-მ ბირთვული ხელშეკრულება.
ნათია კეკენაძე