საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით, 2015 წლის იანვარში, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.
საქართველო და საუდის არაბეთი აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.
„მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, საუდის არაბეთი იყო პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროში ჩვენს IDP რეზოლუციას.