დედაქალაქში 18 ლოკაციას ახალი სახელწოდება მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
“დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა და სახელის ცვლილებები მოხდება. მთლიანობაში 18 ლოკაცია იქნა დასახელებული და ერთ-ერთი გახლავთ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.