დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის ახალი პლატფორმის “თბილისის ცის ქვეშ” პრეზენტაცია გამართა. შესავალ სიტყვაში თბილისის მერმა განაცხადა, რომ ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილი და საფეხმავლო გზა გაკეთდება.
“ველობილიკი და საფეხმავლო გზა ამ კონკრეტულ ადგილს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ სწორად იყოს გამოყენებული. პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ დედაქალაქს უკეთებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა კახა კალაძემ.