კატარში გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროშითანამშრომლობის შესახებ“.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის თანდასწრებით, კატარის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ტურიზმის სააგენტოსდირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჰასან ალ-იბრაჰიმმა.
მემორანდუმი ორი ქვეყნის ტურისტულ სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ტურ ოპერატორებსა და ტურისტულსააგენტოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კერძო სექტორის წახალისებას ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და სხვადასხვაერთობლივი ტურისტული პროექტების მხარდაჭერას.
საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, კატარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწობს უვიზო რეჟიმი და ყოველდღიურიპირდაპირი ფრენები დოჰა-თბილისის მიმართულებით. გასული 5 წლის განმავლობაში კატარიდან ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ ყოველწლიურადორმაგდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული მემორანდუმი ხელმოწერილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძისმიერ.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.