აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარებობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს, -ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელიშეხვედრისას განაცხადეს.
საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა,რომ ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2017 წელი, რომელიც მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებითგამოირჩეოდა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევუფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონგრესს 2018 წლის ბიუჯეტის კანონშისაქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორისშესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამიესალმება მსხვილი ამერიკული კომპანიების ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისგანხორციელებაში.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილმაკონგრესმენებს გააცნო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, მათ შორის საგადასახადო რეფორმა დასაერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი.
კონგრესმენებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანიწვლილისთვის და აღნიშნეს, რომ აშშ-ის კონგრესი მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერაყველა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისსფეროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეგანვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნის ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.