“ქვეყანა სადაც ეკლესიის მასხრად აგდება მოდაა და წმინდანების შეურაცყოფა პოპულარობის და აღიარების საშუალება, ქვეყანა სადაც ლომისობას დაკლული ასი ცხვარი უფრო ტკივა ვიდრე ყიველდღე აბორტით დაკლული ასი ბავშვი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!,” – წერს სოციალურ ქსელში, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.
„თბილისი თაიმსი“ ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ:
- ქვეყანა სადაც ოთხი მილიარდს აზარტულ თამაშებში აგებენ.
- ქვეყანა სადაც უფრო მეტს ნარკოტიკებში ხარჯავენ…
- მილიარდობით თანხას მეძაობასა და ალკოჰოლურ სასმელებში.
- ქვეყანა სადაც წელში გამწყდარი ემიგრანტების გამოგზავნილ ფულს ოჯახის წევრები უნიათოდ ანიავებენ.
- ქვეყანა სადაც ქვეყნის მოსახლეობის 90%ზე მეტს გონია ღმერთის სწამს მაგრამ 2% თუ ცხოვრობს ეკლესიურად..
- ქვეყანა სადაც ეკლესიის მასხრად აგდება მოდაა და წმინდანების შეურაცყოფა პოპულარობის და აღიარების საშუალება.
- ქვეყანა სადაც პატრიარქის სადღეგრძელოს ყველა სუფრასთან ფეხზე ამდგარი სვავენ და მის მხრებზე შემდგარ ეკლესიას ტალახს ესვრიან შინაური თუ გარეული..
- ქვეყანა სადაც ლომისობას დაკლული ასი ცხვარი უფრო ტკივა ვიდრე ყიველდღე აბორტით დაკლული ასი ბავშვი.
- ქვეყანა სადაც ქვეყნის გაბრწყინება “პაჩკა–პაჩკა დოლარების ცვენა გონია.
- ქვეყანა სადაც პიდარასტი თავზე დაგყვირის მოძალადე ხარო..
- ქვეყანა სადაც ემიგრანტმა თავი სტუმრად გაგრძნობინა.
- ქვეყანა სადაც ოჯახური ძალადობა ნორმაა.
- სიყვარულის ქვეყანა სადაც წყვილების გაშორება 50%ზე მეტია და “საყვარელი” მეუღლეზე და შვილებზე ძვირფასი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!