იტალიის ქალაქებში, ბარიში და ფლორენციაში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
უახლეს ქართულ ლიტერატურას ფლორენციაში არსებულ ქართულ სამრევლოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე 13 მაისს გადასცემს. 17 მაისს კი წიგნები გადაეცემა ბარის ქართულ საკვირაო სკოლა „აისი“-ს.
პროექტი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „ინექსფონს“ შორის ერთი წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
მარიამ ლეკიაშვილი