პარლამენტთან აქციაზე გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. სამართალდამცველებმა ის ცოტა ხნის წინ აიყვანეს.მანამდე პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავეს. მათი რაოდენობა დადგენილი არ არის.
პარლამენტთან აქციაზე მისული რომან გოცირიძე აქციის მონაწილეებმა ტერიტორიიდან გააძევეს. ისინი მას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ იქ მათი ადგილი არაა.
აქციაზე მივიდა ღამის მერი სერგი გვარჯალაძე. თვითმხილველების თქმით, ზურა ჯაფარიძე მასთან ლაპარაკის შემდეგ აქციისკენ შებრუნდა და სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცველებმა.
აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, შსს-ს ცნობით დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი. მანამდე, სამართალდემცელები კლუბში შევიდნენ, იქ მყოფი სტუმრები გარეთ გაიყვანეს და შენობაში დაწესებულების თანამშრომლები დატოვეს.