სამართალდამცველებმა “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. დაკავება სხვა აქტივისტებთან ერთად კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წიქარიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან იქ შეკრებლ პირებს მობილიზების და საპროტესტო მსვლელობისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ ადამიანებს კლუბის შესასვლელი დაატოვებინეს.
პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი კაფე “გალერისთანაც” დააკავა.