პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადების გაკეთებას ითხოვნდნენ თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები და ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წინ აქციას შეუერთდნენ.
პრემიერის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას კი ბექა წიქარიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა არაადეკვატური იყო.
“ეს არაადეკვატური განცხადება იყო იმ კრიზისის ფონზე, რაც ქვეყანაშია. ერთმანეთის იმედი დაგვრჩენია მეგობრებო, ჩვენი მოთხოვნები ძალაშია და ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – თქვა ბექა წიქარიშვილმა.