შს მინისტრის მიერ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვის შემდეგ, ტრიბუნასთან თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშვილი დაბრუნდა.
როგორც მან აქციის მონაწილეებს უთხრა, მათი პროტესტი და მოთხოვნები ყოველთვის ლეგიტიმურია და იქნება ასე, თუ კი დაპანირები არ შესრულდება.
“ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ. შაბათს წინასწარ ვაანონსებთ აქციას, უფრო ორგანიზებულს და უფრო დიდს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვნახავთ, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომლებიც დღეს მივიღეთ”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
წიქარიშვილმა ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით გამოწვევაა:
“მიდის ანტიპიარი, გაშავების მცდელობები. მინდა გთხოვოთ, რომ მთელი ეს კვირა ვიმუშაოთ გამართულ კამპანიებზე, რათა საზოგადოებას გავაგონოთ და დავარწმუნოთ თუ რა გვინდა, რისთვის ვიბრძვით და რომ ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ. საბოლოო გამარჯვებისთვის – ხმაური!”, – თქვა ბექა წიქარიშვილმა.