„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს.
“თბილისი თაიმსი” ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ.
“რეკომენდაცია N1 – სწორად შეარჩიეთ სამშენებლო კომპანია:
უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტეთ კომპანიის ასაკი – გაარკვიეთ, რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს – მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს;
დააზუსტეთ კომპანიის სამუშაო გამოცდილება – წარმატებით დასრულებული და შესახლებული ობიექტების არსებობა ნიშნავს თქვენთვის საინტერესო პროექტის დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ განხორციელებას;
დააზუსტეთ უკვე დასრულებული ობიექტების არსებობა – მოინახულეთ კომპანიის აშენებული და შესახლებული ობიექტები, რაც საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებები, როგორც სახლის მშენებლობის, ისე სადარბაზოსა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი;
კომპანიის შესახებ რეკომენდაციები მიიღეთ არსებული მომხმარებლისგან – ყველაზე სანდო რეკომენდატორად სწორედ არსებული მომხმარებელი განიხილება, რომელსაც კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. მიიღეთ რეკომენდაცია მათგან და დააზუსტეთ მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების მიზეზები.“ – ნათქვამია „მენაშენეთა ასოციასციის“ მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.
ნინი მაზიაშვილი