მარიამ ნასყიდაშვილის ნამუშევრები იტალიური Vogue-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მარიამის ნამუშევრებმა ბოლო დროს არაერთი ჟურნალის ყურადღება მიიქცია, ქართველი სტილისტი დღესდღეობით იტალიაში მოღვაწეობს და საკმაოდ მცირე დროში შეძლო წარმატების მიღწევა. როგორც „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, წარმატებას დიდი ძალისხმევის, სწავლისა და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, ასეთი უეცარი წარმატება მისთვის გასაოცარი და მოულოდნელი იყო.
თავდაპირველად თქვენ შესახებ რომ მომიყვეთ, როგორ მოხვდით მოდის სფეროში?
– დავიბადე და გავიზარდე თბილისში, 20 წლის რომ გავხდი ჩამოვედი იტალიაში სასწავლებლად, თავიდან ენას ვსწავლობდი და შემდეგ მილანის სახელმწიფო უნივერსტეტში ჩავაბარე, მალე მივხვდი რომ ჩემი პროფესია არ იყო და მოდის სფერო უფრო მაინტერესებდა და დავიწყე Haute Future Fashion Academy-ში Fashion styling-ზე სწავლა, პარალელურად NABA Nuova Accademia Di Belle Arti-ში გავდივარ მოკლე ვადიან კურსებს.
რა გრძნობა იყო, როდესაც თქვენი ნამუშევრები Vogue-ში გამოქვეყნდა?
– vogue italia-მ როდესაც გამოაქვეყნა ჩემი ნამუშევარი, მართლაც სასიხარულო და მოულოდნელი ფაქტი იყო, არ ვლოდებოდი ასეთ მოკლე დროში ამხელა რაღაცას. ეს იყო სწორედ ის სტიმული, რომელმაც მოტივაცია შემიქმნა მეტის კეთების და მუშაობის, არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვიყავი.
როგორია სტლის შეგრძნება და როგორ ახერხებთ ამას?
– ამას ასე ვერ გადმოგცემთ, რომ არ მოგატყუოთ ყველა იდეა ემოციიდან გამომდინარე მოდის თვითონ გადაღების და მუშაობის პროცესში. ყველა ჩემს ნამუშევარში ჩემი ხედვა და ხასიათი ჩანს, რაც ალბათ ინდივიდუალიზმს აძლევს ჩემს ნამუშევრებს და ამას აფასებს სხვადასხვა ჟურნალი.
როგორც ცნობილია შენი ნამუშევარი არაერთმა უცხოურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ?
– რაც შეეხება ჟურნალებს, ცოტა ამაყიც ვარ ამ მიმართულებით… თავისთავად თავდაპირველად მე ვუკავშირდები სხვადასხვა მაღაზიას, ამის შემდეგ აფასებენ ჩემს ნამუშევრებს და თვითონ გამოთქვამენ სურვილს თანამშრომლობაზე. საბედნიეროდ იტალია არის ის ქვეყანა სადაც შრომა ფასდება და გაქვს შესაძლებლობა თვითრეალიზების. გამიმართლა შეიძლება ითქვას, რადგან საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და ეს შედეგი აქედან გამომდინარე დავდე.
რა ადგილი უჭირავს ამ საქმეს თქვენს ცხოვრებაში?
– დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თავი ვიპოვე ამ სფეროში. კონფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ეს საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მიხარია, რომ ვაკეთებ და ვქმნი იმას რაც მიყვარს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?
– სამომავლო გეგმებზე ხშირად ვფიქრობ, რაც აქ ჩამოვედი თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა და მიზანიც ერთი იყო, რომ აქედან მაქსიმალური ცოდნა ამეღო, მეტი მესწავლა, მეშრომა მხოლოდ იმისთვის, რომ საბლოოდ საქართველოში შემექმნა რამე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამდენი ხანი თუ სხვა ქვეყანაში შევძლებდი ცხოვრებას, სულ ვამბობდი რომ საქართველოს გარდა არსად ვიცხოვრებდი და დიდი იმედი მაქვს ასეც იქნება. სულ რაღაც 2 თვეში ვბრუნდები საქართველოში დიდი შემართებით და ბევრი გეგმით, რომელსაც აუცილებლად გავახორციელებ, აქ ცხოვრებამ და ამ პროფესიამ მეტი თავდაჯერებულობა შემმატა და დღეს თუ რამეს გადავწყვეტ, ვიცი რომ ბევრი შრომის შედეგად ხვალ ეს აუცილებლად ასე იქნება.
მარიამ ლეკიაშვილი