2016 წლის 23 სექტემბრიდან დღემდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას გიორგი შარვაშიძე იკავებს. “თბილისი თაიმსი” თსუ-ს ამჟამინდელი რექტორის ბიოგრაფიულ მონაცემებს გთავაზობთ.
გიორგი შარვაშიძე 1963 წლის 25 აპრილს, ქ. თბილისში დაიბადა. მან 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2006 წელს კი, თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში განათლების მართვის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი შარვაშიძეს რექტორობამდე საკმაოდ ბევრი პოზიცია ეკავა:
1983-1993წწ. თბილისის მე-6 გიმნაზია, მასწავლებელი; 1988-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს სამხრეთ მილუოქის სკოლა (South milwaukee High School, WI, USA), უისკონსინის შტატი, აშშ, გაცვლითი მასწავლებელი; 1991-1994წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 1994-1996წწ.
უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტი (COE,OSI), საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), თბილისი, პრეზიდენტი;
2003-2004წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი; 2004-2013წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შარვაშიძე 2013 წლის 10 დეკემბრიდან-2016 წლის 9 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის რექტორად სწორედ ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ აირჩიეს.
ნინო ზარიძე