თანამედროვე სამყაროში საკუთარი პიროვნების გამოვლენის ერთ-ერთი პოპულარული გზა სხეულზე ტატუს გაკეთებაა. ტატუმ დიდი ისტორია განვლო დღევანდელობამდე და ის ნამდვილ კულტურად იქცა ტატუს მოყვარულებს შორის. თუმცა, არსებობს ტატუს გაკეთების შემდგომი რისკები, რომლებზეც ყველა ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული. ინფექციები ეს ის თემაა, რომელსაც ტატუზე საუბრისას ვერსად გავექცევით. ტატუს გაკეთებისას აუცილებელია სტერილური ნემსების გამოყენება და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა მომსახურეობის დროს.
„თბილისი თაიმსს“ ტატუს უსაფრთოებაზე, ტენდენციებზე ტატუს მასტერი, ანდრეი აივაზიანი ესაუბრა.
რამდენად ხშირია მოთხოვნა ტატუირებაზე?
– დღეში მინიმუმ, ერთ ტატუს ვაკეთებ. ეს იმიტომ, რომ არ ვხატავ პატარა ესკიზებს. დიდ ნახატებს კი მთელი დღეც შეიძლება დასჭირდეს.
გოგონები უფრო ხშირად მოდიან თუ ბიჭები?
– ასე მკვეთრად ვერ განვასხვავებ. უბრალოდ, დიდ ნახატებზე მოდიან ბიჭები, ხოლო პატარებზე გოგონები.
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით?
– დიახ, მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა, თუნდაც, რომ ავიღოთ, რა ხდებოდა ორი წლის წინ და რა არის ახლა, სხვაობა ძალიან დიდია.
რამდენად უსაფრთხოა უცხო ნივთირების კანის ქვეშ შეყვანა და რა ნივთირებებს შეიცავს?
– ეს არის ბუნებრივი ნივთიერება, არ არის ქიმიური შენარევებისან დამზადებული, შეიცავს გლიცერინს და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ არის ალერგიული. ეს ადამიანი კანის ტიპზეცაა დამოკიდებული.
როგორ სტერილირდება ეს იარაღები?
– ტატუს იარაღი არის ერთჯერადი. თუბები, რომლებშიც ნემსი ჯდება, ჯერ სუფთავდება საღებავისგან, შემდეგ სტერილირდება ავტოპლავში და ბოლოს სპეციალურ ხსნარში. თუმცა, ეს მეთოდი ადრე გამოიყენებოდა. ასე რომ, სტერილირდება მხოლოდ თუბი.
მითია თუ რეალობა, რომ ტატუს მოშორება შეუძლებელია?
– რეალურად ტატუს მოშორება შესაძლებელია ლაზერით. გვქონია კონკრეტული შემთხვევები, ამას სჭირდება, დაახლოებით, 8-9 სეანსი და კანი უბრუნდება პირვანდელ სახეს.
რას გვეტყვით ფერად ტატუებზე?
– ახლა მოდაში შემოვიდა ფერადი ტატუები. მოთხოვნაა როგორც გოგონებისგან, ასევე ბიჭებისგან. აი, მაგალითად, გერმანიაში შავი ფერის ტატუ მოსწონთ, ამერიკაში-ფერადი, ხოლო, რუსეთსა და ევროპაში, რეალიტურ ტატუებს ანიჭებენ უპირატესობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერადი ტატუ, საკამოდ რთული გასაკეთებელია.
რაც შეეხება პირსინგებს, რამდენად გამართლებულია მათი გამოყენება სხეულის მგრძნობიარე ადგილებში (ტუჩზე, ენაზე)? პირსინგის იარაღები ერთჯერადია თუ შემდეგ ასტერილებთ მათ?
– პირსინგი არ არის საშიში. უბრალოდ, შეხორცების პროცესი არის მნიშვნელოვანი. უნდა დაიცვას მასტერის წესები: არ უნდა მოწიოს, არ მიიღოს მარილიანი საკვები და არ დალიოს ალკოჰოლი. იარაღები სტერილდება და თვითონ ნემსები ერთჯერადია.
რამდენად ხშირია მოთხოვნა პირსინგებზე და უფრო მეტად რა ადგილებზე იკეთებენ „საყურეს“?
მოთხოვნა პირსინგზე, ტატუსთან შედარებით, უფრო ნაკლებია. თუმცა, პირსინგისათვის პოპულარული ადგილებიდან პირველს იკავებს ცხვირი, შემდეგ მოდის ჭიპი, წარბი და ასე შემდეგ.
არის კიდევ მოთხოვნა – პირსინგი ენაზე, თუმცა, იშვიათად. სტატისტიკურად, რომ ვთქვათ, თვეში ერთი ან ორი.
რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ ვისაც სურს ტატუს ან პირსინგის გაკეთება?
სანამ ტაუს გაიკეთებს ადამიანი, ძალიან კარგად უნდა მოიფიქროს, რა უნდა, რა ადგილას უნდა, რა დატვირთვას ატარებს მისთვის, რადგან, ეს ხდება მისი ცხოვრების ნაწილი. ეს არ არის პირსინგი, რომ აღარ მოგეწონოს, მოიხსნა და მორჩა.
მაკა გოგებაშვილი