“როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, მამა, მოძღვარი, ვიზიარებ შვილგარდაცვლილი მამის ტკივილს,” – ამის შესახებ, მამა შალვა კეკელია Facebook-ზე წერს.
“როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, მამა, მოძღვარი, ვიზიარებ შვილგარდაცვლილი მამის ტკივილს, ჩემთვის როგორც მოძღვრისთვის რომელიც ყოველდღე ეხება ადამიანების ტკივილს მძიმე საყურებელია დღევანდელი მოვლენები.” – წერს მამა შალვა კეკელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდეგარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.