ჩანთების მწარმოებელი ქართული კომპანია „გეფერინის“ მაღაზია 25 ივლისს ჰონკონგში გაიხსნება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, 2018 წლის ბოლომდე ბრენდული მაღაზიები გაიხსნება ასევე, ყაზახეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. ამ დროისთვის „გეფერინის“ პროდუქცია აღნიშნულ ქვეყნებში მდებარე სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება.
„25 ივლისს ჰონკოკონგში გაიხსენება ჩვენი ახალი მაღაზია . ასევე მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ ყაზახეთში, მოსკოვში და ბაქოში. 2018 წლის ბოლომდე სულ ბრენდული 4 მაღაზია უნდა გავხნათ. ასევე სულ მალე თბილისში კიდევ ერთი მაღაზია „ისთ პოინტში“ გაიხსნება“.
რაც შეეხება საქართველოს, ფოსტისა და კურიერული მომსახურების საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება გეფერინის პროდუქციის მიწოდება.
„ამ ეტაპზე გეფერინი ჩანთებს, საფულეებსა და ქამრებს აწარმოებს. ჩვენი პროდუქცია ზოგადად გათვლილია მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლებზე. ტყავის შემცველი ჩანთების ფასები იწყება 45 ლარიდან 119 ლარის ფარგლებში. ხოლო რაც შეეხება ნატურალური ტყავის ჩანთებს, 119 ლარიდან 298 ლარის ფარგლებში. „
ამასთან, ილია გეფერიძე აცხადებს, რომ კომპანია გაფართოვებას გეგმავს და ამჟამად ფართის მოძიების პროცესშია. ამ დრომდე მათი საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს.მისი თქმით, ახალ საწარმოში გადასვლა სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება. ხოლო თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდება. ასევე ვგეგმავთ, მაღაზიების მოდერნიზაციას
შეგახსენებთ, ჩანთების ქართული მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ 2014 წელს დაფუძნდა. გარდა ქართული ბაზრისა, „გეფერინის“ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და აზერბაიჯანში გადის.
მარიამ ლეკიაშვილი