ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დროებითი მთავრობის შემდეგ განახლებულ შემადგენლობაში მის ყოფნაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს ცალკეული ფუნქციების ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას, სერგეენკო ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და დაასაბუთოს ამ ცვლილებების დადებითი მხარე.
“განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც 3 კვირაში წარდგება პარლამენტის წინაშე, პოლიტიკურ გუნდში არის კონსულტაციები და ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში. ჩემს სურვილს რაც შეეხება, ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა როგორც 2012-ში, ასევე 2018-ში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.