პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო. მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე. ის პანკისში აქციას ესწრება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასა და სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
იმ შემთხვევაში თუ პანკისელების პროტესტს ხელისუფლება არ გათვალისწინებს, აქციებს თბილისში გამართავენ.