პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევად, საქართველოს ეროვნული ბანკი კონკურსს აცხადებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით.
საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგიინონ გარკვეული პირობების მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
18 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 10-ლარიანი ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა.
მონეტის მთავარი კომპოზიცია 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებს წარმოადგენს.