• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ

2013/09/30
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
1 0
1
SHARES
12
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ, შეისწავლოს და შეაფასოს მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის კანონიერება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 2013 წლის 13 სექტემბერს, მედია საშუალებების ინფორმაცით, ქ. ბათუმში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა როგორც ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, ასევე პოლიციის თანამშრომელი და ერთი გამვლელი.

2013 წლის 14 და 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეხვდა დაკავებულ პირებს. 2013 წლის 15 სექტემბერს, 22:11 საათზე, კი საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, იმყოფებოდა შპს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაჭრილი ბრალდებულის, ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის, იუსუფ ლაკიევის, მოსანახულებლად. მოქალაქე ი. ლაკიევი მოთავსებული იყო ქირურგიული განყოფილების N5 პალატაში და მასთან შესვლა შეზღუდული იყო სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პირის (მისივე განმარტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – ლაშა ჯაყელის) მიერ.

აღნიშნული აპარატის ინფორმაციით, ლ. ჯაყელმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტს არ მისცა ბრალდებულ ი. ლაკიევთან შეხვედრის შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ი. ლაკიევს არავისთან კონტაქტი არ სურდა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს განუმარტეს, რომ “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ისინი ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განუმარტეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან კომუნიკაცია ნებაყოფლობითია და თუკი პირადად ი. ლაკიევი უარს განუცხადებდა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს ახსნა-განმარტების მიცემაზე, აღნიშნული არ განხორციელდებოდა იძულებითი ფორმით, ვინაიდან, კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისათვის ახსნა-განმარტების მიცემის სავალდებულოობას არ ადგენს.

მიუხედავად ამისა, შსს-ს თანამშრომელმა, ლაშა ჯაყელმა, მაინც არ მისცა მათ პალატაში შესვლის საშუალება. ამასთან, შეკითხვაზე – თუ ვინ იმყოფებოდა პალატაში იუსუფ ლაკიევთან – საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა შსს-ს თანამშრომელ ლაშა ჯაყელისგან პასუხი ვერ მიიღეს.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტის მისვლისას ი. ლაკიევის პალატაში ენთო შუქი, სადაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა, პაციენტის გარდა, შეამჩნია კიდევ ორი პიროვნება, რომლებსაც ეცვათ სამხედრო ფორმის შარვლები, შავ მაისურზე გადაცმული ჰქონდათ სამხედრო ქურთუკები და ხმამაღლა საუბრობდნენ. თუმცა, ლ. ჯაყელი ამტკიცებდა, რომ ი. ლაკიევს არ სურდა არავისთან კონტაქტი.
“იმავე დღეს, 22:40 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, შეხვდა ი. ლაკიევის მკურნალ ექიმს, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასთან საუბარი შესაძლებელი იყო. ექიმი გასაუბრების შეზღუდვის საფუძველს ვერ ხედავდა”, – აცხადებენ სახალხო დამცველში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით, მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. შესაბამისად, მისთვის დაბრკოლებათა შექმნა წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, რაც დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1734–ე მუხლით”, – აცხადებენ სახალხო დამცველში.

30.09.13

fb-share-icon
Tweet
Tags: სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 
ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 

2022/06/29
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 
ახალი ამბები

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

2022/06/29
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა
ახალი ამბები

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

2022/06/29
Next Post

ამერიკელი ტურისტების ინტერესები ძირითადად კულტურულ ტურიზმზე მოდის

"ენერგო-პრო ჯორჯია" ახალ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს 2016 წლამდე აშენებს

ანაკლიაში პორტი აშენდება

Discussion about this post

ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 
ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 

2022/06/29
0

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო...

სრულად
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

2022/06/29
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

2022/06/29
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

2022/06/29
ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

2022/06/29
თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

2022/06/29
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

2022/06/28

საინტერესო

Mckinsey: “პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – წარმატების ფორმულა განვითარებადი ქვეყნებისთვის“ – ნობელიანტი მაიკლ სპენსი

Mckinsey: “პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – წარმატების ფორმულა განვითარებადი ქვეყნებისთვის“ – ნობელიანტი მაიკლ სპენსი

6 წელი ago
საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის

საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის

8 წელი ago

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა

8 წელი ago
არასამთავრობოებმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს

არასამთავრობოებმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს

7 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა  2022/06/29
  • „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის?  2022/06/29
  • ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა 2022/06/29

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In