როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდა “თბილისი თაიმსს” აცნობეს, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის დროებითი შეზღუდვა მოიხსნა, საზღვარზე გადაადგილება ორმხრივად აღდგენილია.
“დღეს, „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტთან ახლოს თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც სარფი-ტრაპზონის მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალა,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.