ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომელიც 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“- განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.






