საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ივნისის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.6%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.2%-ით გაძვირდა.
ივნისში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14%), რძე, ყველი და კვერცხი (-2.3%), ხილი (-14.6%). ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0.9%) და ტრანსპორტზე (0.8%).
ბოლო ერთ წელიწადში ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (4.9%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 4.6%-ით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5.1%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება ასე გამოიყურება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 2,6%-ით. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (14,6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (13,9%), რძე, ყველი და კვერცხი (2,3%), ასევე ზეთი და ცხიმი (0,8%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0,9 პროცენტი).
ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 0,8%-ით.
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,1%-ით. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,2%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4%) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4%).
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 5,2%-ით. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7%), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,8 %) ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 4,9%. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (8,9%).
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 7,7 %- ით.
ნინი მაზიაშვილი