გარემოს ეროვნული სააგენეტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან. სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში უხვი ნალექი მოვიდა, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30-სმ მდე.
სინოპტიკოსების ინფორმაციით მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე დღეს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.