ანაკლიაში პორტი აშენდება. ამის შესახებ, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციასე ისაუბრა.
როგორც ივანიშვილი განმარტავს, პორტის მშენებლობის დაწყებისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს.
“თქვენ იცით, რომ საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ეს ფუქნცია იდეალურად უნდა შევასრულოთ, ამისათვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა, რომლესაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავდით. სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს არის საუკეთესო, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში 24 საათი. ასეთი ფონდის დაფუძნებით პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. ჩვენ ეს შეგვიძლია სრულყოფაში მოვიყვანოთ. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი – ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს.შესაბამისად, ასეთი პორტის მშენებელობის დაწყებისთვის მიდის სერიოზული მზადება, დოკუმენტაციის დამუშავება პროექტის სტრუქტურირებაზე და შესაბამის დაფინანსებაზე. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა.
30.09.13