ახმეტაში ეთერზეთების, ცხოველების საკვებისა და ტექსტილის საწარმო 28 ივნისს გაიხნა. საწარმოს გახსნიდან 1 კვირაში, უკვე 50 კილოგრამამდე ეთერზეთი დამზადდა და ის პირველ ეტაპზე ევროპაში, კერძოდ კი, საფრანგეთში გავა.
ცნობისთვის, კომპანია „აგრო არომა“ სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარია. ხოლო ტერიტორია, სადაც საწარმო განთავსდა 7 ჰექტარია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე ეთერზეთები ქინძის თესლისგან მზადდება, ხოლო შემდგომ, პროდუქცის რეალიზებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ეთერზეთოვანი კულტურების ნარგავები გაშენდება.
„ამ ეტაპზე ეთერზეთების წარმოებაზე დასაქმებულია 20-მდე ადამიანი. თუმცა როგორც იცით, ჩვენთან დაიწყო ტექსტილისა და ცხოველების საკვების წარმოებაც, სადაც ასევე გვყავს ხალხი დასაქმებული. საერთო ჯამში, ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება, რადგან ჯერ ახლახანს დავიწყეთ მუშაობდა და გაცილებით მეტის დასაქმება მოხდება.
ამასთან, ეთერზეთები სრულად ექსპორტზე, კონკრეტულად კი ევროკავშირში გავა და მას კოსმეტიკისა და ფარმაცევტული ნაწარმის დასამზადებლად გამოიყენებენ.
„ეთერზეთებს სრულად ევროპაში გავიტანთ. პირველ ეტაპზე, ალბათ, საფრანგეთში. როდესაც გარკვეულ პარტიას დავამზადებთ, მერე უკვე ნიუშებს გავაგზავნით, ფასზე შევთანმხდებით და ექსპორტზე აქტიურად გავალთ. დაახლოებით, 2 თვეში“.
რაც შეეხება ცხოველების საკვებსა და ტექსტილს, მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
მარიამ ლეკიაშვილი