მოგეხსენებათ, ზაფხულის სამი თვე განსაკუთრბეულ რისკებს შეიცავს საკვების გაფუჭბასთან დაკავშირებით. პარალალურად, ამ სეზონზე უამრავი ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა ადგილს დასასვენებლად. ეს ზრდის პასუხისმგებლობას, რომ ყველანაირი პროდუქტი აკმაყოფილებდეს დადგენილ ნორმებსა თუ სტანდარტებს. რამდენად უნდა ვედნოთ ბარებსა და რესტორნებს, ან არაბრენდირებულ თუ ბრენდირებულ მარკეტებში ნაყიდ პროდუქტს, როგორ უნდა მოვიქცეთ რაიმე დარღვევის აღმოჩენისას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად „ თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
ზაფხულის თვეებში განსაკურებით დიდი ოდენობით ტურისტი და დამსვენებლია სხვადასხვა დასასვენებელ კურორტზე, როგორია საკურორტო ადგილებზე სავაჭრო და საკვებ ობიეტებზე მონიტორინგი, რა პერიოდულობით ხდება კონტროლი?
– სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, როტაციის პრინციპით, სისტემატურად მოწმდება ზამთრის და ზაფხულის კურორტების სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკები. პარალელურად, სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ და აძლევენ შესაბამის რეკომენდაციებს.
დაახლოებით სტატისტიკა როგორია, გასულ წელთან შედარებით რამდენად გაიზარდა/შემცირდა დარღვევები და რას უკავშირებთ ამას…
– წინა წლებთან შედარებით, მომხმარებელი მეტად არის ჩართული და ინფორმირებული, რასაც მოწმობს ცხელ ხაზსა და სოციალურ ქსელში ყოველდღიურადშემოსული შეტყობინებები. შესაბამისად, გაზრდილია ბიზნესოპერატორთა პასუხისმგებლობა. მათ სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივად აცნობენ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
ყველაზე ხშირად რა სახის საკვებ პროდუქტში ირღვევა სურსათის უვნებლობა?
– არსებობს მაღალი რისკის სურსათი, რომელსაც განეკუთვნება ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები. აღნიშნული სურსათის შეძენისას მომხმარებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ტემპერატურულ რეჟიმს. ზემოჩამოთვლილი პროდუქტი მიეკუთვნება მალფუჭებად სურსათს და მისი შენახვა მაცივრის გარეშე დაუშვებელია.
რა რეკომენდაციას მისცემდით მომხარებელს რომელიც თვითონ აღმოაჩენს გაფუჭებულ პროდუქტს? როგო უნდა მოხდეს ამ პრობლემის თქვენამდე მოტანა…
– სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევის შესახებ (ვადაგასული ან ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით შენახული სურსათი, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ობიექტის არასათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და სხვ.) მომხმარებელმა უნდა დარეკოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (15 01), რომელზეც ყოველდღიურად უამრავი ზარი შემოდის. შეტყობინებისთანავე ინფორმაცია გადმოეცემა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რის შემდეგაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები (არაგეგმური ინსპექტირება, მონიტორინგი და ა.შ.).
მაკა გოგებაშვილი