მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1,25 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა წლოვანება 15 დან 29 წლამდე მერყეობს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ხდება.
განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის საერთო რიცხვი მსოფლიო მოსახლეობის 82%-ია. საგზაო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რეგიონებშია დაფიქსირებული.
ყოველ 100 000 მცხოვრებ ადამიანზე აფრიკის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 26,6% ადამიანი იღუპება, შუა აღმოსავლეთის რეგიონში ეს რიცხვი, 19,9 %-ია, დასავლეთ წყნაროკეანეთში 17,3%, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 17%, ამერიკის კონტინენტზე 15,9%, ევროპაში კი 9,3%.
გარდაცვლილთა უმეტესობა შეადგენენ ფეხითმოსიარულეები, მოტოციკლეტისტები და ველოსიპედით მოსიარულეები. აფრიკის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა 43% ფეხითმოსიარულეა. ამ რიცხვს განაპირობებს ის მიზეზი,რომ აფრიკის რეგიონში მოსახლეობა ძირითადად ფეხით გადაადგილდება. აზიის რეგიონში გარდაცვლილ ფეხითმოსიარულეებზე მეტი ველოსიპედით მოსიარულე ადამიანები არიან, ვინაიდან ამ რეგიონის ქვეყნებში,როგორც ორბორბლიანი, ისე საოჯახო ტიპის ველოსიპედებით გადაადგილდებიან.
სტატისტიკა ასეთია: ევროპის რეგიონში გარდაცვლილთა 51% მძღოლია, ფეხით მოსიარულეების რიცხვი 26%-ია, ხოლო გარდაცვლილი ველოსიპედისტების რიცხვი 4%. ევროპის ქალაქებში არსებობს ცალკე ველოსიპედის სავალი გზები,რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ველოსიპედისტების უსაფრთხო გადაადგილებას.
მთლიანად მსოფლიოში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცლილი ადამიანების 31% მძღოლია, ველოსიპედისტების რიცხვი 4%-ია, 22% ფეხითმოსიარულეების, 23% მოტოციკლეტისტების (ან სხვა მოტორიზებული გადაადგილების საშუალებებით მავალი ადამიანები).
მეცნიერების თქმით, ყველაზე რთული მოტოციკლეტით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვის შემცირებაა. ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური რეგულაციებია მიღებული,რომლებიც მოტოციკლეტისთა სიჩქარეს აკონტროლებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვედეთის საგზაო უსაფრთხოების პრაქტიკას გვიზიარებს. შვედეთში 1997 წელს მიღებულ იქნა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა,რაც გულისხმობს 2020 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვლილი ადამიანების არა შემცირებას, არამედ ფატალური შემთხვევების ნულამდე დაყვანას. აშენდა ფეხითმოსიარულეთათვის ხიდები, ველოსიპედისტებისთვის ცალკე სასიარულო ბილიკი, გამკაცრდა ჯარიმები, დამონტაჟდა კამერები, შემცირდა გზებზე დაშვებული სიჩქარის მაჩვენებლები. თუ 1997 წელს შვედეთში 1 წლის განმავლობაში 541 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევით, 2016 წელს ეს რიცხვი 270 იყო.
სამწუხაროდ, აშშ-ში შვედეთთან შედარებით სიტუაცია კატასტროფულად მცირეა. თუ შვედეთმა ოც წელიწადში შეძლო და გარდაცვლილთა რიცხვი გაანახევრა, აშშ-ში ეს რიცხვი კვლავ მაღალია. 1964 წელს აშშ-ში 45, 645 ადამიანი დაიღუპა, 2017 წელს კი ეს რიცხვი 41,100.
მიუხედავად, შვედეთის წარმატებული მაგალითისა, ეს ქვეყანაც ვერ ახერხებს 2020 წლისთვის ფატალური შემთხვევების ნულამდე დაყვანას. შვედეთის საგაზო უსაფრთხოების წესები მკაცრდება და ე.წ. „ზერო სქემამ“, რომელიც გარდაცვლილთა რიცხვის მაქსიმალურ შემცირებას ისახავს მიზნად, 2020 წლიდან -2050 წლამდე გადაინაცვლა.
ანგარიში იხილეთ: www.who.int
ნათია კეკენაძე