“დღეს, რუსული ჯარი ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, რაც საქართველოს საერთაშორისოდაღიარებული ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოშიდა არა პირიქით. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო საქართველო მსხვერპლი”, – ამის შესახებ „Hერიტაგე Fოუნდატიონ”-ის მკვლევარმალუკ კოფიმ განაცხადა, რომელიც მოხსენებით წარსდგა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში ა.წ. 17 ივლისს გამართულ მოსმენაზე, თემაზე„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“.
ლუკ კოფიმ საკუთარ გამოსვლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაზე ისაუბრა. მანყურადღება გაამახვილა 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამუდმებული დარღვევების შესახებ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ერთგულიმოკავშირეა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.
“საქართველო ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ მოკავშირეებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს სტრატეგიულიმდებარეობა მას ასევე დიდ მნიშვნელობას სძენს აშშ-ს გეოპოლიკიტური მიზნებისთვის ევრაზიის რეგიონში. იგი მდებარეობსუმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო, ეკონომიკურიდა ენერგეტიკის სფეროებში. “
ლუკ კოფის თანახმად საქართველომ განვლო წარმატებული გზა დემოკრატიისკენ და ამ კუთხით იგი რეგიონში სამაგალითოა.
მისი განცხადებით, საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აშშ-ის ინტერესშიც შედის: “საქართველო ევროპაში წარმოადგენს იდეას,რომლის მიხედვითაც ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება განსაზღვროს მისი გზა და გადაწყვიტოს ვისთან სურსურთიერთობა. საქართველომ მრავალმხრივ დაამტკიცა აშშ-სა და ნატო-სადმი სწრაფვის სურვილი, და ახლა არ არის დრო აშშ-ის მიერზურგის შექცევის“.
2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელაკონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისგაღრმავების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-სწევრ ქვეყნებთან მიმართებით.