თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისასსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახითთანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.
ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოსპროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულიგადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი:
„სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვაგანშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლოგანხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელილმობიერების გამოვლენით, და ა.შ.
– ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არგანხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში, კაფე „შარდენში“იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თამარ მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისუფროსი – დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ოლეგ მელნიკოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი – ვასილსანოძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – გურამ დონაძე და მათთან დაახლოებული პირები ანა კალანდაძე და თათია მაისურაძე.
ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თათია მაისურაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, თავის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად.ალექსანდრე გირგვლიანსა და თათია მაისურაძეს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმა უცენზუროსიტყვებით მოიხსენია თ.მაისურაძის სუფრის წევრები.
აღნიშნულის გამო, დავით ახალაიას დავალების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ შურისძიების მოტივით და მასთანანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გერონტიალანიამ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე ღაჭავამ და დავით ქოქიაშვილმა, ქუჩაში მყოფი ალექსანდრეგირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ალექსანდრეგირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით ნაპოვნი იქნა 2006 წლის 28 იანვარს.
ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმა დადასტურებულადიცოდა, რომ: დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტისთანამშრომლები: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვათანამშრომლები; „შარდენ ბარში“, სადაც ივანე მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე -თამარ მერაბიშვილი, ალექსანდრე გირგვლიანსა და დავით ახალაიას მაგიდის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანისმიმართ ანგარიშსწორების მოტივი; დავით ახალაია წარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს; ამდანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.
ამის პარალელურად საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების და გარდაცვალებისფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა.
საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო ალექსანდრეგირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსმაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ,გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე,გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთამინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივიპასუხისმგებლობის საკითხი.
ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთანწინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო.