საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შეწყალების კომისიას 2 ახალი წევრი დაემატა. ესენი არიან იურისტი ნინო კიკნაძე და პედაგოგი არინა თავაქარაშვილი. რაც შეეხება სხვა წევრებს, ესენი არიან:
ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი;
ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი;
რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;
კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი;
გივი შაჰნაზარი – მწერალი;
თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი;
წინა შემადგენლობიდან, კომისიის წევრები აღარ არიან თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი.