პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, განაცხადა, რომ თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შესაძლოა დასაშვები გახდეს.
„საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე, გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა“– აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადებაც გაიხსენა, რის მიხედვითაც ქანთარია სპექტაკლის მსვლელობისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სიგარეტის მოწევის დაშვებას ითხოვდა.ზოიძის თქმით, ეს საკითხიც გადასაწყვეტია.
დეპუტატის თქმით, ცვლილება შეიძლება სამორინეებსა და სიგარაბარებსაც შეეხოს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი მაისიდან, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებშიც. მოწევა გარე სივრცეებშიც შეიზღუდა , აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.
ნინო ზარიძე