კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გამართულ ფორუმზე მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დისკუსიის ფარგლებში გამოძიების და საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებით თავის პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების და საპროკურორო ზედამხედველობის გამიჯვნა
„არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის დღეს რა არის საპროკურორო ზედამხედველობა, არც ერთი ქმედება არ არის გამიჯნული გამოძიებისგან და შესაბამისად ეს პრობლემა ვინ გამოიძია, ვინ არ გამოიძია, ვინ ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას ან რა იყო ზოგადად საპროკურორო ზედამხედველობა, აღნიშნული მიმართულებით კანონში არანაირი ჩანაწერი არ არსებობს და მე თუ მკითხავთ საპროკურორო საბჭოზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ამ მკაფიო ხაზის გავლებაა გამოძიებასა და საპროკურორო საქმიანობას შორის“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.