ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზებას არ ემხრობა.
გამოკითხულების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. სხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.
კვლევა ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.