“ზაფხულის ცხელი დღეების მატებასთან ერთად, იმატებს უენერგიობით შეწუხებული მომჩივანთა რაოდენობაც, რაც გამოწვეულია მწირი რაოდენობის წყლის მიღებით!“ – ამის შესახებ, ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი, გიორგი ლობჟანიძე Facebook-ზე წერს და ზაფხულში წყლის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
„თბილისი თაიმსი“ ფიტნეს პერსონალური მწვრთნელის საჭირო რეკომენდაციებს უცვლელი სახით გთავაზობთ.
გიორგი ლობჟანიძე: “ზაფხულის ცხელი დღეების მატებასთან ერთად, იმატებს უენერგიობით შეწუხებული მომჩივანთა რაოდენობაც, რაც გამოწვეულია მწირი რაოდენობის წყლის მიღებით!“
როგორც მოგეხსენებათ, სისხლში წყლის ოდენობა 91% -ს შეადგენს. როდესაც სისხლში გვაქვს საკმარისი წყალი.
I. სისხლი არის უფრო თხელი, ჯანსაღი და “გაწმენდილი” ტოქსინებისგან, მეტად ოქსიდირებული (ჟანგბადით მომარაგებული. რაც მეტია ჟანგბადი სისხლში, მით უკეთესია კუნთოვანი მასის ენერგია და გამძლეობა.), რაც განაპირობებს დადებით და ენერგიულ განწყობას!
II. წყლის გაზრდილი ოდენობის მიღება გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს, ტოქსინებს. ასევე ხდება მავნე ნივთიერებების გამოდევნა, რომელიც ილექება თირკმელებში, ნაღველში, ბრმა ნაწლავში და ღვიძლში.
III. წყლის დადებითი ბალაანსი აჩქარებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას) და ხელს უწყობს როგორც ცხიმების წვას ასევე აღდგენით პროცესს!
IV. სისხლის სიჯანსაღე განაპირობებს ყოველი ორგანოს სიჯანსაღეს, მომატებულ ენერგიას და სასიცოცხლო ენერგიებს, გულის და გულსისძარღვთა სისტემის სიჯანსაღეს და უამრავ სხვა დადებით თვისებას!
P.S უახლესი კვლევების თანაახმად, ძილისწინ ერთი ჭიკა წყლის დალევა ამცირებს გულის შეტევის და ინსულტის ალბათობას 60% ით! ხოლო დილით უზმოზზე მიღებული ერთი ჭიკა წყლის დალევა აჩქარებს მეტაბოლიზმს 70%ით, აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის და იმუნური სისტემის მუშაობას, ასევე გამოდევნის ნალექებს რომელიც ილექება არაჯანსაღი საკვების მიღების შედეგად. თავიდან გვარიდებს ნაღველში, თირკმელში და ღვიძლში მცირე ან დიდი ზომის მარცვლების/კენჭების წარმოქმნას!
გისურვებთ ენერგიულ, ჯანსაღ და პოზიტიურ ზაფხულს!
დაიწყე ვარჯიში მაშინ, როცა სხვები ისვენებენ და იყავი შენს მიზანთან რამდენიმე ნაბიჯით ახლოს! შედეგი მიიღწევა მხოლოდ კომფორტის ზონის გარეთ!” – წერს ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი გიორგი ლობჟანიძე.