ვტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
IBSU-ში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც უნივერისტეტში განმარტავენ, საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ IBSU-ს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა, რის გამოც უნივერსიტეტის ქონება დაყადაღდა.
უნივერისტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს.