დღეს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.
ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება.
მოსწავლეები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.
ვიზიტის დროს იოჰანეს ჰანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტი 4 სექტემბერს დასრულდება.