დარიალისა და დევდორაკის ხეობებს დღეიდან საავტომობილო გვირაბი დააკავშირებს. გზა და ახალი გვირაბი იმ ზონაშია, რომელიც გასულ წლებში რამდენჯერმე სტიქიის ეპიცენტრი გახდა, ინფრასტრუქტურულ პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
გვირაბი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებითაა აღჭურვილი. ის აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევებისთვის გვირაბთან გაკეთდა შემოვლითი გზა. საავტომობილო მოძრაობა უკვე შესაძლებელია.
გვირაბის მშენებლობისთვის 52 მილიონი ლარი დაიხარჯა.