ბაზარზე ახალი საბავშვო წყალი ბასტისა და ბუბუს გმირების გამოსახულებით გამოვიდა. ახალი ბრენდი “ჯეო ნატურას” პროდუქტიის ქვეშ იწარმოება.
ნაბეღლავისა და ბახმაროს მწარმოებელი კომპანია “წყალი მარგებელი” კომპანია ბასტი–ბუბუსთან თანამშრომლობას იწყებს.
თანამშრომლობის მიზანია ქართული ბრენდების წახალისება და შესაბამისად ქართული, ეროვნული ბიზნესის განვითარება.
კომპანია “ბასტი-ბუბუ” 25 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და ბავშვების საყვარელი გმირები მუდმივად ზრუნავენ პატარა თაობის გართობასა და განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სოფელ ნაბეღლავში კომპანია “წყალი მარგებლის” რეგიონში უდიდესი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ახალი საბავშვო წყალი საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. კომპანიის პრიორიტეტს ეროვნული, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა წარმოადგენს.
კომპანია “წყალი მარგებლის” ახალი ბრენდი “ჯეო ნატურა” უკვე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე ახალი არაგაზირებული, ნატურალური, მინერალური წყლით და მომავალში ბრენდი მომხმარებელს მრავალ სიახლეს შესთავაზებს.
მარიამ ლეკიაშვილი