ცოტამ თუ იცის ამ პატარა, მაგრამ დიდი მადლის მქონე ტაძარზე. “თბილისი თაიმსი” შეეცადე მოეპოვებინა საინტერესო ინფორმაცია ამ ბევრისთვის უცნობი ტაძრის შესახებ.
“წვერის ეკლესია”, ასე უწოდებენ მას. იგი, რამდენიმე ათეული წლის წინ აუგია უშვილო ცოლ-ქმარს. წმინდა გიორგისთვის შეუწირავთ თავიანთი საღვთო შრომა და შვილიც მისცემიათ. ამ ეკლესიაში, დაახლოებით, 30-35 წელი, ღმრთისმსახურება არ ჩატარებულიყო.
ამ წლის 13 სექტმებერს კი არქიმანდრიტმა აბო ჩაჩუამ, მონათლა 40 დღის მარიამ თანანაშვილი. ამდენი წლის მერე, ფაქტობრივად, “ლენტი გაიჭრა’’.
წვერის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია თეთრიწყაროს ჩრდ.-აღმოსავლეთით მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. ეკლესია აგებულია შერეული სამშენებლო წყობით. სამშენებლო მასალას აგური, ქვა და დუღაბი წარმოადგენს. საბურველი თუნუქისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. მასში განთავსებულია ტრაპეზის ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. შიდა გადახურვა ცილინდრულია, აფსიდისა კი – კონქი. იატაკი კერამიკულია. მდებარეობს ქ.თეთრიწყაროდან 38კმ.ში.
სოფ. წვერი მდებარეობს სოფელს პანტიანთან. რომ გასცდებით მარჯვენა მხარეს არის გადასახვევი და გზიდანაც ჩანს ეკლესია. მისასვლელად ორხიდიანი მანქანა არ არის აუცილებელი მთავარია არ იყოს ახალი ნაწვიმი და ტალახი.
მაკა გოგებაშვილი