პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სუამ-ის ქვეყნების მთავრობების სხდომა.
„ხვალ იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. ეს იქნება ჩვენს მეგობარ ქვეყანასთნ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების სხდომაში, სადაც კოლეგა ქვეყნებთან ერთად ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომ განვავითაროთ ახალი რეგიონული პროექტები“, – განცხადა ბახტაძემ.