საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ეროვნული გალერეის მმართველი ეკა კიკნაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას, ასევე დაესწრებიან წამყვანი ავსტრიული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისს, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.