5 ოქტომბერს, კიშინიოვში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის წევრი ქვეყნების: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა მთავრობათა ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს „სუამის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, სუამის წევრ სახელმწიფოთა სახელმწიფო საზღვრებზე, საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ურთიერთქმედების შესახებ“.
დოკუმენტს, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის სახელით, ხელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ მოაწერა.